ერენფელსი ქრისტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტიან ფონ ერენფელსი

ქრისტიან ფონ ერენფელსი - Ehrenfels Cristian von, Эренфельс Христиан Фон, 1859-1932

ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ავსტრიული (გრაცის) სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში ფ. ბრენტანოსთან. პირველად 1890 წელს ერენფელსმა შემოიტანა ტერმინი გეშტალტ-ქვალიტეტი („გეშტალტ-თვისება” - ავტორის პატივსაცემად ერენფელსისეული თვისება ეწოდა). ესაა საგნის ისეთი თვისება, რომელიც არ გამოიყვანება ელემენტარული შეგრძნებებიდან. მაგ., მელოდიურობა ახალი თვისებაა, რომელიც არაა ტონების უბრალო ჯამი. გეშტალტ-თვისება გონებრივი აქტების მიერ შექმნილი, აღნაგობის გამომხატველი რთული მთლიანობაა. მისი სპეციფიკური ნიშანია ტრანსპოზიცია ანუ გადატანა (სხვა ტონალობაში დაკრული მელოდია იმავე მელოდიად რჩება) და შინაგანი დასრულებულობა. ასე დაამკვიდრა ერენფელსმა ფსიქოლოგიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნება „გეშტალტი”.

ერენფელსმა და მთელმა ავსტრიულმა სკოლამ ბოლომდე ვერ დაძლია ელემენტარიზმი, თუმცა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აქეთკენ. ამან დიდად შეუწყო ხელი გეშტალტფსიქოლოგიის აღმოცენებას, რომელმაც სამუდამოდ უკუაგდო ასოციაციონისტური ფსიქოლოგია და ელემენტარიზმი. მელოდიის გეშტალტურობა და მისი ტრანსპოზიცია გეშტალტფსიქოლოგიის საყვარელი მაგალითი გახდა.



წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები