ერთმმართველობა (შეიარაღებულ ძალებში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთმმართველობა (შეიარაღებულ ძალებში) - სამხედრო მშენებლობის, შეიარაღებული ძალების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის პრინციპი, რომლის არსია მეთაურისთვის (უფროსისთვის) ხელქვეითების მიმართ მთელი განმკარგულებელი ძალმოსილებისა და უფლებების მინიჭება, ჯარების (საზღვაო ძალების) ცხოვრების და საქმიანობის ყველა მხარეზე პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ერთმმართველობას განაპირობებს შეიარაღებული ორგანიზაციის დანიშნულება, განვითარების კანონზომიერებები და საქმიანობის თავისებურება. იგი გამოიხატება მეთაურის (უფროსის) უფლებით, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები, გასცეს ბრძანებები და კანონის მოთხოვნების, სამხედრო წესდებების მკაცრი შესაბამისობით უზრუნველყოს მათი შესრულება.

ერთმმართველობა წარმოადგენს ჯარების (ძალების) მართვის ყველაზე ოპერატიულ და ეფექტიან მეთოდს, რომელიც ომის პირობებში უზრუნველყოფს მეომრების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, მათი ქმედებების ერთიანობას, ბრძანებების შესრულებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები