ერთობლივი ოპერაციების ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთობლივი ოპერაციების ცენტრი - გაერთიანებული სარდლობის ორგანო, რომელიც ნებისმიერი რგოლის შტაბში და ნებისმიერი ოპერაციისთვის შეიძლება შეიქმნას. მისი ამოცანაა მეთაურის ინფორმირება მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ და ჯარებისთვის მეთაურის ბრძანების გადაცემა.

ოპერაციის ტიპის მიხედვით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა სექციას (მაგალითად, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის, ლოგისტიკის და სხვა), რომლებიც განსხვავდებიან პირადი შემადგენლობის რაოდენობით.

ცენტრი შესაძლებელია მოქმედებდეს მშვიდობიან პერიოდშიც, როგორც წესი, კრიზისების დარეგულირებისკენ მიმართული მოქმედებების დაგეგმვის და კოორდინაციისთვის. სტრატეგიულ დონეზე ასეთ ცენტრს წარმოადგენს ხელმძღვანელობის და მართვის სტრუქტურა მშვიდობიანობის პერიოდიდან კრიზისულ და საომარ მდგომარეობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპასა და ატლანტიკაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, მისი შტაბის მიერ საფრთხის შემცველი მდგომარეობის შეფასების და კრიზისზე რეაგირების საკითხებზე მუშაობის უზრუნველყოფაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები