ერიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერჷშ-ი / ერჷშქან-ი (აფხ. Еирышә/ Еирышәқан) – ფეიქრობის მფარველი სული. ქსოვის დაწყებამდე ერიშს ევედრებოდნენ არ წაეხდინა მათთვის ნაქსოვი, არ აეშალა ქსელი და ხელი მოემართა ქსოვაში; სწირავდნენ კონუსის ფორმის კვერებს (აკვაკვარებს) და ნაქსოვი ტილოს ნაჭერს, თან დააყოლებდნენ: „აი შენი წილი“. სახელი „ერიში“, ერთი აზრით, წარმომდგარია აფხაზური სიტყვიდან „არიშრა“ (ტილოს გათეთრება); მეორე აზრით, ტერმინი „ერიში“, დამოწმებული ასევე ყირგიზებსა და ურუმებში „ქსელის“ მნიშვნელობით, აფხაზურში თურქული ენიდან არის შესული. საინტერესო ჩანს ფეიქრობის მფარველი სულის სახელწოდების სხვა ვარიანტი — „ერიშქანი“, რომლის მეორე ნაწილი (ქან) სვანურში კანაფს, ხოლო აფხაზურში სელს (ა-ქუნი) აღნიშნავს (ნ. ჯანაშია არ გამორიცხავს სვანურიდან ნასესხობის შესაძლებლობას).


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Ш. Д. Инал-ипа. Абхазы. – «Народы Кавказа», т. II, М., 1962;
  • Л.А. Ерыш // Мифы народов мира. I. М., 1980;
  • გ. ჩაჩაშვილი. ოჯახურ საფეიქრო წარმოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი უძველესი რწმენა-წარმოდგენების შესახებ საქართველოში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. თბ., 1972. XVI-XVII;
  • ს. ჯანაშია. აფხაზური ენის ისტორიიდან // შრომები, ტ. III, თბ., 1959.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები