ესეველნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესეველნი - (ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა, მომდინარეობს არამეული სიტყვიდან hasajja, „ღმრთისმოსავნი“ ან „მდუმარენი“, საიდანაც წარმოიქმნა ორი ბერძნული ფორმა essenói და essâioi), იუდაური სექტა, ზოგის აზრით ესენი იყვნენ თორის მკაცრი მიმდევრები, უქორწინებლები, (ღარიბულად) სიღატაკეში ცხოვრობდნენ საკრებულოებში; დაქორწინებულები ამ საკრებულოთა მოშორებით სახლდებოდნენ, თუმცა ესეველებთან გარკვეული შეთანხმება აკავშირებდათ. შესაძლოა, ესეველნი იერუსალემის კულტის გაუბრალოების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას წარმოადგენდნენ და ეზეკიელის მიერ დასახულ რეფორმათა (40- 48) მომხრენი იყვნენ. ამ მიზეზით ისინი იუდეის უდაბნო ყუმრანში გაიხიზნენ. შესაძლოა, მათთან ურთიერთობა ჰქონდა იოანე ნათლისმცემელს (შდრ. ლუკ. 1:80).


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები