ესკალატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესკალატორი

ესკალატორი − (ინგლ. escalator < ლათ. scala კიბე), უწყვეტი ქმედების სამგზავრო საწეველა, რომელიც წარმოადგენს მოძრავსაფეხურებიან კიბეს. დადებითი მხარეებია: მაღალი წარმადობა (9 ათასამდე მგზავრი/სთ); მგზავრების მიღების უწყვეტობა; წარმადობის დამოუკიდებლობა აწევის სიმაღლეზე; გადასაყვანი მგზავრების ნაკადის თანაბრობა; გაჩერების შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ჩვეულებრივი კიბის. უარყოფითი მხარეებია: მგზავრების იძულებითი ჰორიზონტალური გადაადგილება, რომელიც ზრდის საწეველას სიგრძესა და ენერგიის ხარჯს; ლიფტთან შედარებით აწევის დაბალი სიჩქარე და შედარებითი სიძვირე. მიუხედავად ამისა, ესკალატორი შვეული ტრანსპორტის საუკეთესო სახეობაა მეტროპოლიტენების, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, დიდი უნივერმაღების, მოლების, აეროპორტის გასასვლელებისა და სხვ. ნაგებობებისათვის. სამგზავროს გარდა არსებობს სატვირთო-სამგზავრო ესკალატორი, რომელიც გათვალისწინებულია ხელბარგიანი მგზავრების გადასაყვანად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები