საწეველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საწეველა – ციკლური ან უწყვეტი მოქმედების ტვირთამწევი მანქანა. ტვირთების გარდა, მისი საშუალებით გადაჰყავთ ადამიანები. ამძრავიდან ტვირთმზიდ მოწყობილობაზე ზემოქმედების გადასაცემად გამოიყენება ბაგირები, ჯაჭვები, ლარტყები, ხრახნები. უპირატესი გავრცელება მოიპოვა ბაგირულმა ამწევმა, რომელშიც ტვირთამწევი მოწყობილობა ჩამოეკიდება ფოლადის ბაგირზე, რომელიც გადახვეულია ბაგირმზიდ ბორბლებზე ან ეხვევა ამწევი ჯალამბრის დოლზე. ამძრავი ძირითადად ელექტრულია (იშვიათად ჰიდრავლიკური).

საწეველებს (ამწევებს) მიეკუთვნება: ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, სკიპური (საციცხვე) საწევი, სამშენებლო ამწევი (ანძური, ბაგირული, შახტური), პნევმოამწევი, ანძაავტომობილი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები