ვარდიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ვარდიძე

ვარდიძე შალვა – (1885 – 195?), მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი. დაიბადა XIX საუკუნის ბოლოს სოფელ არალში (ახალციხე). თავდაპირველად მოღვაწეობდა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ სტამბოლში დაარსებულ (XIX ს 60-იანი წწ) ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან”, ხოლო 20-იანი წლებიდან პარიზში დაარსებულ „თეთრი გიორგის” ორგანიზაციასთან. 1921 წლიდან დიდ დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის დროს თურქემბა შეიპყრეს და გაასახლეს. შემდეგ მოღვაწეობდა ბეირუთში, სან-ჟოზეფის უნივერსიტეტში, სადაც არაბულ ენაზე გამოსცა ორი ბროშურა საქართველოს შესახებ. გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა მას ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები „ჩემი ლოცვა“ (1950), „წმინდა ნინოს“ (1951). გარდაიცვალა ბეირუთში (ლიბანი) XX ს 50-იან წლებში.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები