ვახტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტი - (გერმანული wacht - გუშაგი, დამცველი), სახომალდე-სავახტო სამსახური, ხომალდებზე მორიგეობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხორციელდება საბრძოლო მზადყოფნის, ცურვის და ღუზაზე დგომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არსებობს სახომალდე, სპეციალური (საბრძოლო ნაწილებსა და სამხედრო სამსახურში), სავალი და საღუზე ვახტი.

ვახტზე პირადი შემადგენლობა ინიშნება დღეღამურად და ნაწილდება 2–3 ცვლაზე. ვახტზე მორიგე პირი იწოდება მევახტედ, ხოლო მისი შემცვლელი – ვახტქვეშად.

სახომალდე ვახტს ახორციელებენ: ვახტის ოფიცერი, მისი თანაშემწე, სავახტო საგუშაგოს მეთაური, სამაშველო კანჯოს მეთაური, შეიარაღებული მევახტე ტრაპთან (ჩასასვლელთან), მევახტე კანჯოზე, მეკავშირე და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები