ვებლენი ტორსტეინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტორსტეინ ვებლენი

ვებლენი ტორსტეინ - (Veblen Thorstein), (1857-1929), ამერიკელი ეკონომისტი და სოციოლოგი, ჩიკაგოს სკოლის პროფესორი და ინსტიტუციური ეკონომიკური თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. კაპიტალისტური საზოგადოების ინსტიტუციური სტრუქტურის შესწავლას მიუძღვნა: „საქმიანი საწარმოს თეორია” (1904), „მეცნიერების ადგილი თანამედროვე ცივილიზაციაში” (1919), „აბსენტეისტური საკუთრება” (1923), „ნარკვევები ჩვენ ცვალებად საზოგადოებრივ წყობაზე” (1934) და ა.შ.

ვებლენს ეკუთვნის რიგი ეკონომიკური ტერმინის შემოღება და ორიგინალური განმარტება. მაგ., დემონსტრაციული მოხმარება, როგორც შთაბეჭდილების მოხდენასაზოგადოებაზე და არა უბრალოდ მოხმარება, როგორც მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება. ძირითად კონფლიქტს ვებლენი (მარქსისგან განსხვავებით) ხედავდა არა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის, არამედ თვითდასაქმებულებს შორის, კერძოდ, ვინც „აკეთებს” ფულს და ვინც კიდევ - საქონელს. ვებლენის აზრით, ეს კონფლიქტი არსებობს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წარმოების ფინანსური მხარითა და მოგებით, ერთი მხრივ, და საინჟინრო და სხვა კადრებს შორის წარმოების ეფექტიანობით (ფიზიკური გამოხატულებით), მეორე მხრივ. მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა ამ უკანასკნელთა მუდმივი განახლებისაკენ მისწრაფებით, რაც აუფასურებს ბიზნესმენთა კაპიტალის ღირებულებას. ვებლენი იკვლევდა „ფულადი კულტურის” ინსტიტუტებს და ასაბუთებდა, რომ ტექნოლოგიები ამ ინსტიტუტების ნგრევით კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ კონფლიქტს და გამოიწვევს სისტემის კრახს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები