ვესტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესტა(რომ.) ოჯახური კერიისა და ცეცხლის ღვთაება. ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ქალღმერთი ჰესტია.

რომში ვესტას სალოცავი და საკურთხეველი ყველა სახლში იყო. არსებობდა აგრეთვე ამ ღვთაების სახალხო კულტი, რომელიც რომის ისტორიის სამეფო პერიოდიდან იღებს დასაბამს. იმავე ხანებში აუგიათ მის სახელზე პირველი ტაძარიც, სადაც მუდმივად ენთო ცეცხლი. აქედან მიჰქონდათ ანთებული მუგუზალი ახლად დაარსებულ ქალაქებსა და პროვინციებში. ცეცხლის ჩაქრობა დიდ უბედურებად ითვლებოდა. ასეთ დროს ახალ ცეცხლს ხის რტოთა ხახუნით ანთებდნენ, რაც კულტის სიძველეზე მიუთითებს. მოგვიანებით ვესტას კულტი შეუერთდა იანუსისა და კეთილი ღვთაების (ბონა დეას) კულტებს.

ვესტასადმი მიძღვნილ ზეიმებს, ვესტალიებს, რომში 9 ივნისს აღნიშნავდნენ. ამ დროს წარჩინებული რომაელები ფეხშიშველნი მიემართებოდნენ ვესტას ტაძრისაკენ, რომელიც რომის ფორუმზე იყო აღმართული და კერიის კეთილდღეობას შესთხოვდნენ ქალღმერთს.

ვესტას გამოსახავდნენ ფეხზე მდგომს ან დამჯდარს, სახეშებურულს, თასით, ჩირაღდნით ან კვერთხით ხელში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები