ვითარების შეფასება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვითარების შეფასება - იმ ფაქტორების და პირობების შესწავლა და ანალიზი, რომლებიც გავლენას ახდენენ საბრძოლო მოქმედებების მომზადებასა და წარმოებაზე. ამასთან ერთად განისაზღვრება საბრძოლო ამოცანის შესრულების ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები და პირობები.

ვითარების შეფასება მოიცავს მოწინააღმდეგის და საკუთარი ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების რაიონის მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების, დროის ამსახველი მონაცემების შესწავლას და ანალიზს. ჯარების მართვას ახორციელებენ სარდლები (მეთაურები) შტაბების, ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების უფროსების დახმარებით ოპერაციის (ბრძოლის) წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და საომარი მოქმედების დროს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები