ზანდუკელი მიხეილ (1893-1923)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის ძე - (1893-1923) - სამხედრო მოხელე, უმცროსი ოფიცერი. 1903 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1905 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. 1910 წელს გადასახლების ადგილზე დააბრუნეს. 1913 დაბრუნდა გადასახლებიდან.

1918 წელს როგორც ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ხელი მაოწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მუშაობდა დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატში. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ (ხელ; კ. აფხაზი) წევრი. დააპატიმრა ჩეკამ და 1923 წლის 20 მაისს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა გამოძიება-გასამართლების გარეშე.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

„მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის გამოცემა. პროექტის ხელმძღვანელი ო. თუშურაშვილი, თბ., 2017.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მიხეილ ზანდუკელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები