ზეთისხილის გვირგვინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1896 წელს ათენში გამართული თანამედროვეობის I ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისთვის დაწესებული იყო ზეთისხილის გვირგვინი და ვერცხლის მედალი. ამერიკელი სამმხტომელი ჯეიმს კონოლი გახდა პირველი ოლიმპიელი, ვინც ეს ჯილდოები მიიღო

ზეთისხილის გვირგვინიოლიმპიური თამაშების სიმბოლო. ზეთისხილის ხე მშვიდობის, გამარჯვების, სიუხვის, დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა. „კოტინოსი”, ანუ ზეთისხილის ტოტისგან დამზადებული გვირგვინი, რომლითაც ანტიკურ ოლიმპიადებზე ჩემპიონებს თავს უმკობდნენ, უმაღლეს ჯილდოდ ითვლებოდა.

შორეული წინაპრების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია ბერძნებმა 2004 წელს ათენში ზაფხულის XXVIII თამაშებზე ააღორძინეს. სხვა ჩემპიონების დარად, ზეთისხილის გვირგვინით ქართველი ჩემპიონები – ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძეც შეამკეს.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები