თავართქილაძე ბეგლარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბეგლარ თავართქილაძე – (Beglar Tavartkiladze), ქართველი დიპლომატი, 1994-1998 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში.

დაიბადა 19 იანვარი, 1954 წელი, ქვიშხეთი, საქართველი.

განათლება:
1978 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი;
1982 – ციტოლოგიის ინსტიტუტი, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემია, მოლეკულური ბიოლოგია;
1885 – რომის უნივერსიტეტი „ლა საპიენცა“;
1986 – თბილისის უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინგლისური ენა.

სამუშაო გამოცდილება:
1978 – სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიიის ციტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, ლენინგრადი, რუსეთი;
1985 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;
1991 – რომის „ლა საპიენცა~-ს უნივერსიტეტის დოქტორანტი;
2000 – აჭარის უზენაესი საბჭოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი;
2000 – საქართველოს პოლიტოლოგიის აკადემიის პროფესორი, ბათუმი;
2007 – საერთაშორისო დიპლომატიური საბჭოს მმართველობის წევრი, აშშ;
2008 – რომის სასამართლო ექსპერტი;
2011 – იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
1999 – საერთაშორისო ექსპერტთა მისია სერბეთში;
1998 – ფაო-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქვერეგიონის თავმჯდომარე;
1997 – ფაო-ს 29-ე მოწვევის თავმჯდომარე, – ფაო-ს ევროპის რეგიონალური ჯგუფის თავმჯდომარე;
1996 – გაეროს სასურსათო და სასოფლო-სმეურნეო მიზნებისთვის საჭირო გენეტიკური რესურსების კომისიაში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი; სურსათის უსაფრთხოების თემაზე ფაო-ს ევროპის ქვე-რეგიონალური კონფერენციის თავმჯდომარე.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს სამუშაო დონეზე.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: იტალიის რესპუბლიკის სენატის სპეციალური სიგელი ქართველთა სათვისტომოს მიერ გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები