თამირისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამირისი(ბერძნ.) თრაკიელი მგოსანი. ბერძნული ტრადიციის მიხედვით, თამირისი ორფევსთან ერთად იზიარებდა პოეზიის მამამთავრის დიდებას.

თამირისი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სილამაზითა და კითარაზე დაკვრის გასაოცარი ხელოვნებით. ნიჭმა მგოსანი ისე გაათამამა, რომ მან მუზები გამოიწვია შეჯიბრში. აგონის პირობა კი ასეთი იყო: თუ თამირისი გაიმარჯვებდა, თითოეული მუზა მისი საყვარელი უნდა გამხდარიყო, ხოლო თუკი დამარცხდებოდა, მუზები მას სურვილისამებრ მოექცეოდნენ. დიდებული სანახავი და მოსასმენი იყო მათი შეჯიბრი. რა თქმა უნდა, გამარჯვება მუზებს ხვდათ წილად. ისინი ხომ ღვთაებრივი წარმომავლობის იყვნენ. მუზებმა სასტიკად დასაჯეს თამირისი თავხედობისათვის – წაართვეს ხმა და კითარაზე დაკვრის ნიჭი. გვიანი ლეგენდის მიხედვით, თამირისი ჰადესში ჩააგდეს.

სახელოვან ბერძენ დრამატურგს, სოფოკლეს, დაუწერია ტრაგედია თამირისზე, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ ტრაგედიაში თამირისის როლს თავად სოფოკლე ასრულებდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები