თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები (კრებული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული კრებული (რედ. ი. გიგინეიშვილი). პირველი კრებული გამოიცა 1970. 1986 დაიბეჭდა ამ კრებულის მეორე, ფოტოტიპური გამოცემა. ნორმები ეხება თანამედროვე ქართულო სალიტერატურო ენის ორთოგრაფიის, სიტყვაწარმოების, სახელთა ბრუნების, ზმნების უღვლილების, სიტყვათა წარმოქმნის, კომპოზიციის, აგრეთვე, ნაწილაკიან და თანდებულიან ფორმათა ხმარებისა თუ სიტყვათაწყობის სადავო საკითხებს. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი უცხო ენებიდან მომდინარე სიტყვათა ქართულად გადმოცემის საკითხებსაც.


მ. კერესელიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები