თაქთაქიშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი შალვა მიხეილის ძე - (27. VIII. 1900, სოფ. ქვემო ხვითი, ახლანდელი გორის რაიონი, – 18. VII. 1965, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თაქთაქიშვილმა 1928 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1937-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1941-იდან პროფესორი).

თაქთაქიშვილის ნაწარმოებებია: ოპერები – „დეპუტატი“ (1940, დაიდგა) და „ოთარაანთ ქვრივი“ (1942), საბავშვო ოპერები „ყვავილთა სამყარო“, „პირველი მაისი“, „შემოდგომა“, „განთიადი“ (1922-25), ბალეტი „მალთაყვა“ (1937, დაიდგა), „სიმფონიეტა“, „საზეიმო უვერტიურა“, კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის, ორი სიმებიანი კვარტეტი (1932-33) – ამ ჟანრის პირველი საყურადღებო ნიმუშები ქართულ მუსიკაში. რომანსები, სიმღერები და სხვა.


იხილე აგრეთვე

შალვა თაქთაქიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები