თაჩალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაჩალ-ი (ყალ. Тачал) – მიცვალებულთა მოუსვენარი სული ყალმუხური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ყალმუხები განასხვავებენ „კეთილ“ და „ბოროტ“ თაჩალებს: პირველი გამოწვეულია ახლობლებთან განშორების ნაღველით, მეორე – სიცოცხლის დროინდელი წყენით, განუხორციელებელი შურისძიებით, ნათესავების მხრიდან უყურადღებობით, მიცვალებულის უკეთური ხასიათით. ორივე თაჩალს, „კეთილსაც“ და „ბოროტსაც“, შეუძლია, ცოცხლებს უბედურება დააწიონ, რაც ოჯახის წევრთა ავადმყოფობასა და სიკვდილში გამოიხატება. ამიტომ ყალმუხები, ყოველმხრივ ცდილობენ რა აიცილონ თაჩალთა მხრიდან მომდინარე ვნება, მიმართავენ „მცოდნე კაცებს“, რომლებიც შესაბამისი ლოცვა-შელოცვების წარმოთქმითა და მათ სხეულზე ვერცხლის მონეტის მაგიური მოძრაობით თაჩალთა ძალის გაუვნებელყოფას ახდენენ.

გარდა ამისა, თაჩალების მავნე ქმედებებისგან თავის დასაცავად, ყალმუხებში სხვა ხერხიც არსებობს: საამისოდ თაჩალად მიჩნეული მიცვალებულის საფლავზე (თავთან, ფეხებთან და ცენტრში) არჭობენ სამ ნემსს, რომლებმაც თაჩალის ბოროტი განზრახვა უნდა „შეაჩერონ“.


ლიტერატურა

Бакаева Э. П., Гучинова Э.-Б. М. Погребальный обряд у калмыков в XVII-XX вв. // Советская этнография, 1099, № 4.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები