თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის კათოლიკური ეკლესია

თბილისის კათოლიკური ეკლესია − (ინგლ. Cathedral of the Assumption of the Virgin), საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური საკათედრო ტაძარი, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური (სამეუფეო) ტაძარი. მდებარეობს ქ. თბილისში, კალაუბანში, გ. აბესაძის, ყოფილ კაპუცინთა ქუჩაზე.

საქართველოში კათოლიკეთა მისია XIII საუკუნიდან არსებობს. 1329 წლიდან კი საეპისკოპოსო ტაძარი ქალაქ სმირნიდან თბილისში გადმოიტანეს, რაც საქართველოს საერთაშორისო აღიარებას ნიშნავდა. 1671 წელს დღევანდელი ტაძრის მოპირდაპირე მხარეს იდგა კაპუცინი პატრების მისიის აგებული „ხარების“ ეკლესია, ე.წ. „ლათინთა საყდარი“. კათოლიკური ტაძარი 1795 წელს აღა-მაჰ-მად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს დაინგრა. ქართველ კათოლიკეთა სახსრებითა და ავსტრიის იმპერატორის ფულადი შემოწირულობით 1804 წელს თბილისში აიგო ახალი „ღვთისმშობლის მიძინების“ ტაძარი. საბჭოთა რეპრესიების პერიოდში 1937 წელს ეკლესია გაუქმდა. მას ერთი პერიოდი სპორტულ დარბაზადაც იყენებდნენ. 1990-იან წლებში ტაძარი კვლავ კათოლიკე მრევლს დაუბრუნდა. ამოქმედდა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის იოანე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს. ის საზეიმოდ აკურთხა პაპის პირადმა წარმოგზავნილმა არქიეპისკოპოსმა. ეკლესიას ოფიციალურად ეწოდა „წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ტაძარი“. ნაგებობა რესტავრირებულია ფსევდოგოთური და ბაროკული ელემენტებით.აფსიდში ანგელოზებით გარემოცული ზეცად ამაღლებული ღვთისმშობელი და წმინდანები არიან გამოსახულნი. ინტერიერი წმინდანთა ქანდაკებებითა და ვიტრაჟებითაა გაფორმებული. ეკლესიას აქვს ორღანი. ამჟამად ტაძარში წირვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება რომაული კონდაკით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები