თეოდიცეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოდიცეა - (ბერძ. theós „ღმერთი“ + díke „სამართალი“) „ღმერთის სამართალი“. გ. ვ. ლაიბნიცის მიერ ჩამოყალიბებული თეოდიცეის ცნება აღნიშნავს სიკეთითა და ყოვლისშემძლეობით აღჭურვილი ღმრთის გამართლებას ტანჯვისა და ბოროტების ადამიანური გამოცდილების წინაშე. ბუნებასა და საზოგადოებაში არსებული ტანჯვისა და უბედურების გამოცდილებასთან ღმრთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის მისადაგების საკითხი უკავშირდება ტანჯვის განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას ისტორიულ პირობათა გათვალისწინებით, რის გამოც ტანჯვის გამოცდილება ასპარეზს უთმობს თეოლოგიურ პრობლემას.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები