თვალადის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალადის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში, მექანარიანთ უბანში, ამაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლწსია დარბაზულია (8,1X6,25 მ), ნაგებია დიდი ზომის უხეშად დაკუთხული და პირმოსწორებული ქვებით. ოდნავ გაბრტყელებულ ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში. აფსიდის სატრიუმფო თაღი აგურითაა ამოყვანილი. თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. ეკლესიას ორი, გარედან არქიტრავული და შიგნიდან თაღოვანი, შესასვლელი აქვს: დასავლეთი კედლის ცენტრში და ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში. დარბაზი გადახურულია წვრილი ქვით ნაშენი ნახევარწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლები შელესილი ყოფილა. ფასადების კედლები დასრულებულია მარტივი პროფილის ლავგარდნით. დასავლეთი ფასადის ცენტრში ცისფრად მოჭიქული აგურით გამოყვანილია დიდი ზომის ჯვარი (დაზიანებულია).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები