თიხამიწიანი ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თიხამიწიანი ცემენტი (ალინიტური, ალუმინატოვანი) – მალმყარებადი და მაღალი სიმტკიცის შემკვრელი. შეიცავს კალციუმის ალუმინატს. მიიღება სათანადო შედგენილობის მქონე ნედლეულის შეცხობის ან დნობის ტემპერატურამდე გამომწვარი კლინკერის წმინდად დაფქვით. ძირითადი ნედლეულია ბოქსიტების (თიხამიწით მდიდარი ქანი) და კირქვების ნარევი. ბოქსიტებს იყენებენ ალუმინის მრეწველობაში, ამიტომ ამ ნედლეულზე დამზადებულ ცემენტს ხშირად უწოდებენ ალუმინატოვან ან ბოქსიტოვან ცემენტს. გამაგრება (შეკვრა) იწყება 30 წუთის შემდეგ და სრულდება 10 სთ-ის შემდეგ. დაჩქარება შესაძლებელია Ca(OH)2-ის დამატებით. გამაგრებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო. თიხამიწიანი ცემენტი გამოიყენება მაღალი მარკის ბეტონებში, მჟავა გარემოში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები