თუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუში

თუში - თურში - მძიმე ტვირთის საზიდი ტრანსოპორტი, ზოგჯერ საგანგებოდ ამზადებენ ქვისა და ხის საწნახლების, ქვევრების ე.წ. საგანძურების საზიდად.

თუში შერეული ტიპის საზიდს მიეკუთვნება და ახლოს დგას აჩაჩა ურემთან. თუშს აქვს ძლიერი ზესადგარი ღერძები ტვირთის დაწოლას რომ გაუძლოს, მისი ბორბლები პატარაა და მასიური, ზოგჯერ კი ბორბლების მაგიერ მსხვილი მორები აქვს. თუში დამოწმებულია ზემო იმერეთის სოფლებში (გორისა, მერჯევი). ასეთი ტიპის საზიდავი „თურშის“ სახელწოდებით მთიულეთში ქვის საზიდად გამოიყენებოდა.





ლიტერატურა

გ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები