იაკობის სიზმარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ შაგალი. იაკობის სიზმარი. 1954-67 წ.

იაკობის კიბე - კიბე იაკობის სიზმრიდან.

ძმის შურისძიებას განრიდებული იაკობი გაემართა მესოპოტამიაში, ხარანის სანახებში, დედის ნათესავებთან. გზაზე დაუღამდა, დაიდო ლოდი სასთუმლად და დაწვა ერთ ადგილს - „ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება, უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისაკენ, აღმოსავლეთისაკენ, ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ, შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ, კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე. არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს რაც გითხარი“ (დაბ. 28, 12-15).

იაკობს გაეღვიძა და თქვა: „უფალი არს ადგილსა ამას და მე არ ვიცოდი. ესე არს სახლი ღვთისა და კარი ზეცისა.“ აიღო ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, ამ ხილვის სახსოვრად სვეტად დადგა, ზედ დაასხა ზეთი და ამ ადგილს ეწოდა „ბეთელ“ ანუ სახლი ღვთისა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები