ხარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარანი – ძველი ქალაქი სირიის ჩრდილოეთით. აქადურ ენაზე საქარავნო გაჩერებას ნიშნავს. ქალაქის მეორე, ბიბლიური დასახელებაა პადან-არამი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხარანი არამელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო. ხარანი ორი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს, გოზანსა და ქარხემიშს შორის მდებარეობდა. მასზე გადიოდა გზა, რომელიც მოემართებოდა მესოპოტამიიდან დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით.

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ხარანი ჯერ კიდევ III ათასწლეულში არსებობდა და არამელები მასში ძვ.წ. XII საუკუნიდან დასახლდნენ. ძვ.წ. XII საუკუნის ბოლოს ხარანი მათ ცენტრად იქცა. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის ჩაუვარდა ხელში ეს ქალაქი ასურელების ხელში.

ასურეთის მეფემ, სარგონ II-მ (ძვ.წ. 722-705 წ.) ხარანს წმინდა ქალაქის სტატუსი მიანიჭა, როგორც ასურეთის დედაქალაქ აშურს. ნინევიის დაცემის შემდეგ (ძვ.წ. 612 წ.) ხარანი ორი წლის განმავლობაში ასურეთის დედაქალაქი იყო და მისი დაცემით ძვ.წ. 609 წელს ასურეთის იმპერია საბოლოოდ განადგურდა.

ახალბაბილონური სამეფოს პერიოდში ხარანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიურ-პოლიტიკური ქალაქი გახდა. ბაბილონის მეფის, ნაბონიდის მმართველობისას ხარანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მეფემ ქალაქის მთავარი მფარველი კერპის, მთვარის ღმერთის, სინას ღვთაება სახელმწიფოს უზენაეს ღმერთად გამოაცხადა, მისი ახალი ტაძარი აღმართა ხარანში და თავისი ქალიშვილი სინას მთავარ ქურუმად გამოაცხადა.

ხარანი ელინისტურ და რომაულ პერიოდშიც (რომის პერიოდში ხარანს კარა ეწოდა) მთვარის კულტის ცენტრად ითვლებოდა და არსებობას აგრძელებდა, თუმცა ნელ-ნელა მან დაკარგა ის მნიშვნელობა, რაც არამელების, ასურელებისა და ბაბილონელების დროს ჰქონდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები