იაფეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სემი, იაფეტი და ნოე. მოზაიკა, ვენეცია, წმ. მარკოზის ტაძარი, XI ს.;

იაფეტი - ძველი აღთქმის პერსონაჟი. ნოეს ერთ-ერთი ვაჟი.

ნოეს ძე - „ქამი იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. სემმა - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს.

თვითონ სიტყვა „იაფეტი“ ნიშნავს „გავრცელებას“. სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27).

იაფეტის შთამომავლობა

იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში“ (დაბ. 10. 2-5).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები