იმპროვიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპროვიზაცია – (ლათ. improvisus – ანაზდა, მყისიერი, მოულოდნელი), შემოქმედების განსაკუთრებული სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეთხზვა უშუალოდ შესრულების პროცესში. იმპროვიზაცია გამოიყენება სახვით ხელოვნებაში პოეზიაში, თეატრში, ქორეოგრაფიაში და სხვ.

იმპროვიზაცია დიდ როლს თამაშობს სახალხო სამუსიკო სასიმღერო შემოქმედებაში, რასაც ხელს უწყობს მისი ზეპირი ხასიათი.

თეატრალურ ხელოვნებაში იმპროვიზაციის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება მნიშვნელობითაც და ხარისხითაც. არსებობს იმპროვიზაცია სიტყვიერი, განთავსებული დადგენილ ფაბულაში (მაგ. კომედია დელ’არტე), სიტყვიერიც და ქმედითიც, შეთხზული თავად მსახიობის მიერ (ექსპერიმენტულ სპექტაკლებში), და ბოლოს, არსებობს ე. წ. ორგანული ქმედების იმპროვიზაცია, როცა ყოველ სპექტაკლში მსახიობი ახლებურად რეაგირებს შექმნილ ვითარებაზე, გამომდინარეობს განწყობიდან და განწყობილებიდან (სტანისლავსკი). იმპროვიზაციის ეს სახეობა მიჩნეულია სცენური შემოქმედების ყველაზე დიდ ფასეულობად. (მ. გეგია)

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმპროვიზაციას ახალი ნაწარმოების შექმნის დროს. ხალხური მელექსეები, ჩვეულებრივ, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე სახელდახელოდ თხზავენ ლექს-სიმღერებს, რომლებიც შემდეგ ფართოდ ვრცელდებიან ხალხში, იმპროვიზაციის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ კაფიობა და გაშაირება. იმპროვიზაცია დიდ როლს თამაშობს აგრეთვე საწესჩვეულებო ლექს-სიმღერების, განსაკუთრებით – სამგლოვიარო ტექსტების შესრულებისას. იმპროვიზაცია ორგანელად არის დაკავშირებული ტრადიციულ პოეტიკასთან. (ჯ. ბარდაველიძე)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები