ინდიკატური დაგეგმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდიკატური დაგეგმვა - (indicative planning), ეროვნული ეკონომიკის საორიენტაციო დაგეგმვა სახელმწიფო დონეზე, რომელიც არ ზღუდავს ეროვნული კაპიტალის უფლებებს. მასში განსაზღვრულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების სისტემა და მათი რეალიზაციის გზები. ინდიკატური დაგეგმვა კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს შესაბამის კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ ღონისძიებებს.

ინდიკატური გეგმა მოიცავს:

  1. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს;
  2. პროგნოზულ-ანალიტიკურ ნაწილს;
  3. საგეგმო-მარეგულირებელ ნაწილს.

ინდიკატურ გეგმაში ასახულია ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს დასახული პროგნოზული პარამეტრების მიღწევა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები