ინდულგენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდულიგენციის მიღების დამადასტურებელი საბუთი 1521 წლის 19 დეკემბრი

ინდულგენცია - (ლათ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს შეღავათს, ცოდვებისაგან გასათავისუფლებელ ქაღალდს. კათოლიკურ ეკლესიაში სხვადასხვა ცოდვას სხვადასხვა ნიხრა (ფასი) ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, წინასწარ შეიძლებოდა ფულის გადახდა ნებისმიერი დიდი ცოდვის ჩადენის წინაც.

ცოდვათა გამო ღმრთის წინაშე ამქვეყნიური სასჯელის შენდობა დანაშაულის შესატყვისად. სათანადოდ განწყობილი მორწმუნე, შესაბამისი პირობებით, შენდობას იღებს ეკლესიის ჩარევის მეშვეობით, რომელიც, როგორც გამოსყიდვის აღმსრულებელი, ავტორიტეტულად განაგებს და იყენებს ქრისტესეული და წმიდანების გამოსყიდვის საგანძურს“ (CIC, კან. 992).

ინდულგენცია ეკლესიის მხრიდან წმიდადყოფის მოვალეობის გამოხატულებაა. ის შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, იმის მიხედვით, მთლიანად თუ ნაწილობრივ ამართლებს იმ ამქვეყნიური სასჯელისაგან, რაც ჩადენილი ცოდვის გამო ეკისრება ადამიანს (CIC, კან. 993). თითოეულ მორწმუნეს შეუძლია, მიიღოს თავისთვის ან მოიპოვოს გარდაცვლილთათვის, ვედრების მეშვეობით, სრული ან ნაწილობრივი ინდულგენცია (CIC, 994).

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მძიმე ცოდვებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა, ცოლქმრული ღალატი და განდგომა, ეკლესია მკაცრ საჯარო მონანიებას აწესებდა. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა ამგვარ მონანიებათა შეცვლა „კეთილი საქმეებით“. შემდგომში მონანიების ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ინდულგენციები საზოგადო სასარგებლო შრომას მოიცავდა, მაგალითად, ეკლესიათა მშენებლობასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას.

XIV და XV საუკუნეებში ინდულგენციათა კომერციალიზაციამ (მათი გაყიდვა შეწირულობის სანაცლოდ და შესატყვისი „ქვითრის“ გაცემა) ლუთერის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. საკითხის მოწესრიგების მიზნით პაპმა ლეონ X-მ (Cum postquam, 1518) და ტრიდენტის კრებამ (Decretum de indulgentiis, 1563) სათანადო ზომები მიიღეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები