ინფლაციის კრიტიკული წერტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფლაციის კრიტიკული წერტილი - (critical point of inflation), ახასიათებს ინფლაციური პროცესებისათვის ნიშანდობლივ მომენტს, როდესაც ხდება გადასვლა ერთი რიგის მოვლენებიდან თვისებრივად განსხვავებულ მეორე რიგის მოვლენებზე. ინფლაციის კრიტიკულ წერტილს შეიძლება ჰქონდეს გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. ეს არის მომენტი, როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარი იწყებს დაცემას, ე.ი. რაღაც გარკვეული მომენტიდან, მიუხედავად ფულადი თანხის ზრდისა, მოსახლეობას სულ უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა შეუძლია. ამრიგად, კრიტიკული წერტილი ახასიათებს ინფლაციის განსაზღვრულ ეტაპს, როდესაც იწყება მისი უკუშედეგების გამოვლენა. ეს მომენტი არ არის ერთდროული აქტი სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და სახელმწიფოსათვის. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის იგი ინფლაციის დაწყებისთანავე დგება. მალე მათ წვრილი მწარმოებლები მიჰყვებიან და შედარებით გვიან იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მსხვილი საწარმოების მფლობელნი; კრიტიკულ წერტილამდე მიდის სახელმწიფოც. გარკვეულ მომენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი იწყებს სწრაფ ზრდას, ხოლო შემოსავლები - შემცირებას. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მიმართავს ფულის ახალ ემისიას. ამრიგად, ინფლაცია, როდესაც კრიტიკულ წერტილს მიაღწევს, სახელმწიფოსთვის მძიმე ტვირთია. იგი ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას და ეკონომიკური ცხოვრების დეზორგანიზაციას იწვევს. ამიტომ ადრე თუ გვიან წარმოიქმნება ფულადი მიმოქცევის სტაბილიზაციის აუცილებლობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები