იოანე ანჩელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე ანჩელი − XII-XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. ტაო-კლარჯეთის სალიტერატორო სკოლის წარმომადგენელი.

მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ხატის (ანჩისხატის) წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია, თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი „გალობანი ანჩისხატისანი” (კიდურწერილობა – „საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი”), რომელიც გამოსცა მოსე ჯანაშვილმა 1903 წელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები