იპოტესისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოტესისი – (ბერძნ. ipotesis), ანტიკური თეატრის ჟანრი, მიმოსის ერთ-ერთი სახეობა. პლუტარქეს გადმოცემით („ნადიმური ძიებანი“) იპოტესისი მიმოსების სხვა ნაირსახეობასთან – პეგნიებთან („ხუმრობანი“) შედარებით, გამოირჩეოდა თავშეკავებულობით და დახვეწილი (არა უხეში) იუმორით. იპოტესისის წარმოდგენები იყო უფრო რთული და ხანგრძლივი. სავარაუდოა, რომ იპოტესისს ჰქონდა დადგენილი ტექსტი, განსხვავებით პეგნიასაგან, რომელსაც ასრულებდნენ იმპროვიზაციულად. იპოტესისის სიუჟეტები ხშირად ნასესხები იყო ცნობილი ტრაგედიებიდან ან კომედიებიდან და შემდგომ ხდებოდა მათი გადამუშავება პაროდირების მიზნით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები