ისპოლინური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისპოლინური

ისპოლინური - Géante; სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი. ქლიავის ეს ჯიში გამოყვანილია ბერბენკის მიერ 1890–იან წლებში აჟანის ვენგერკისა და პონტის შორის შეჯვარების შედეგად. ჯიში ისპოლინური გვხვდება სხვადასხვა რაიონში ცალკე სახეების სახით. ჯიშის დადებით მხარეს შეადგენს მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, ადრეულა ნაყოფიერება. ჯიში თვითფერტილია.

ხე საშუალო ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით. ფოთოლი უკუკვერცხისებრია, სუსტად შებუსვილი ქვედა მხარეზე. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში (ქართლი). ნაყოფი მსხვილია (4,6X3,4X3,7 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 45,7 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა უკუკვერცხისებურია, ოდნავ შებრტყელებული გვერდებიდან და შევიწროებული ფუძესთან.

ნაყოფის კანი საშუალო სისქისა და სიმკვრივისაა. მოწითალო ფერის, ზევიდან გადაკრული აქვს ცვილისებრი თხელი ფიფქი.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ წვნიანი, ძარღვიანი, მკვრივი, მოტკბო, გემრიელი. კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს. განსაკუთრებით საინტერესო ჯიშია ბაღის მოყვარულთათვის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები