იტალიის კამპანია 1943-45

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკელი ჯარისკაცები, სოლენდო 1943

იტალიის კამპანია 1943-45 - სამხედრო მოქმედებები, ერთი მხრივ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, მეორე მხრივ კი - გერმანიისა და იტალიელი ფაშისტების შეიარაღებულ ძალებს შორის II მსოფლიო ომის დროს.

დაიწყო ინგლის-ამერიკის ჯარების მიერ სიცილიის დაკავებით (1943 წლის ივლისი-აგვისტო), რასაც მოჰყვა იტალიის კაპიტულაცია (3 სექტემბერი). პასუხად გერმანიის ჯარებმა ქვეყნის ოკუპაცია დაიწყეს.

1943 წლის სექტემბერში მოკავშირეები გადასხდნენ სამხრეთ იტალიაში, ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, დაიკავეს რომი (1944 ივნისი) და 1945 წლის დასაწყისში გავიდნენ ხაზზე სპეციარავენა. 1945 წლის აპრილში იტალიელი პარტიზანების დახმარებით გათავისუფლდა ჩრდულოეთ იტალია. გერმანელების ჯარებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები