იფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იფანი
ჩვეულებრივი იფანი

იფანი - (Fraxinus excelsior L.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). საკმაოდ მაღალი ხეა, აქვს ნაცრისფერი ქერქი. ნორჩი ყლორტები მწვანე ფერისაა. ფოთლები 11 ფოთოლაკისაგან შედგება, ფორმით კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა კიდეებზე ხერხპბილა, ზედა მხარე შიშველი, ქვედა მხარე მცირედ შებუსული. ყვავილედი მტევანია. ყვ. IV-V; ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყეებში, ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს ქმნის. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.


იფანი ჩვეულებრივი – Fraxinus exselsior; მეგრულად – ლაჯი, ლანჯი. სამშობლო – ევროპა, ყირიმი, კავკასია. იფანი 40 მეტრამდე სიმაღლის ხეა, ვარჯი მომრგვალებული ან ოვალურია, ქერქი – მუქი რუხი და ნახეთქებიანი. სინათლის მოყვარულია, თუმცა ახალგაზრდა ასაკში გარკვეულად დაჩრდილვასაც იტანს. განსაკუთრებით საჭიროებს ნაყოფიერ ნიადაგს. რეკომენდებულია როგორც ერთეული ასევე ჯგუფური დარგვისათვის. ყინვეგამძლეა, მაგრამ შეიძლება ვერ გაუძლოს გვიანი გაზაფხულის ყინვებს.

საკმაოდ მაღალი ხეა, ნაცრისფერი ქერქით, ნორჩობაში გლუვია, შემდეგში დახეთქილი. ფოთლები რთულია, კენტფრთასებრი, 7-13 ფოთოლაკიანი, თითოეული ფოთოლაკი მჯდომარეა, ფართო-ლანცეტა, ხერხკბილა, ზემოდან შიშველი და მუქი მწვანე, ქვემოდან – ოდნავ უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარა ზომისაა, უყვავილსაფრო, ორსქესიანი და ერთსქესიანი (მამრობითი), ზოგჯერ ორსახლიანი, უფოთლო ტოტებზე საგველებად შეკრებილი. ნაყოფი მოგრძო ფრთიანაა. ყვ. IV; ნაყ. VIII.

იზრდება შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებში, მთის სუა სარტყლამდე.

მერქანი გამოიყენება საშენ მასალად, აგრეთვე ავეჯის წარმოებაში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, მისგან მიიღება კურჯი, შავი და ყავისფერი საღებავი. ფოთლები შეიცავს 248 მგ% ვიტამინს. ფრიად დეკორატიულია, გამოიყენება გამწვანებაში.

სამედიცინო თვალსაზრისით იფანი სუსტადაა შესწავლილი. ძველ მედიცინაში თვლიდნენ, რომ მისი თესლები შარმდენია, ხოლო ფოთლები გამამაგრებელი. სასარგებლოა მაღალი გულისცემის, ქოშინის, ხველების დროს, ამშვიდებს ხერხემლის, ნაწლავების, საშვილოსნოს ტკივილებს. ხალხურ მედიცინაში თვლიან, რომ ხასიათდება სიცხისდამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ჭრილობებისშემახორცებელი, შარდმდენი მოქმედებით; იწვევს გამაუმტკივნებელ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. მცენარის წვენი გამოიყენება როგორც სასაქმებელი და შარდმდენი საშუალება. მეცნიერულ მედიცინაში კვლევის ფაზაშია, გამოვლენილია მისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტირევმატიული, ანტიბაქტერიალური, ჰიპოგლიკემიური, გეპატოპროტექტიული, ნეიროპროტექტიული თვისებები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები