იშხარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იშხარა – (შუამდ.) ქალღმერთი, იშთარის ერთ-ერთი გამოვლინება, ვითარცა ხორციელი სიყვარულის ქალღმერთისა. იშხარა დაკავშირებულია ნეფე-დედოფლის საქორწინო ღამესთან და, საერთოდ, სასიყვარულო სარეცელთან: „როცა გაიშლება სარეცელი და დაწვებიან ცოლ-ქმარნი, უნდა ადიდონ იშთარი, იხარონ ცხრა დღე-ღამე. ამ დროს იშთარი იშხარად უნდა იწოდებოდეს“. იშხარას წმინდა ცხოველია ღრიანკალი, იგი გამოსახულია ჰიეროგამიული რიტუალის გამომხატველ სცენებში (მაგ., სარეცლის ქვეშ, რომელზეც შიშველი ქალ-ვაჟი წევს).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები