კალანდაძე პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა კალანდაძე

პაატა კალანდაძე − (Paata Kalandadze) 2009-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში; 2014-2019 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

დაიბადა: 5 ივლისი, 1960 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
ქ. თბილისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება:
1986-1988 − საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ განყოფილების უფროსი;
1988-1989 − ქ. სან-ფრანცისკოში საბჭოთა კავშირის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული;
1989-1990 − საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების უფროსი;
1990-1991 − ქ. თელ-ავივში (ისრაელის სახელმწიფო) საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ჯგუფის წევრი;
1991-1992 − ქ. თელ-ავივში საბჭოთა კავშირის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული;
1992-1993 − ისრაელის სახელმწიფოში საბჭოთა კავშირის საელჩოს მეორე მდივანი;
1999-2001 − საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, კონსული;
2001-2002 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
2002-2006 − ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2006-2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2007-2008 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2008-2009 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;
2012-2014 − საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში (თურქეთის რესპუბლიკა).

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.


მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები