არაბთა გაერთიანებული საამიროები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დროშა

არაბთა გაერთიანებული საამიროებისახელმწიფო არაბეთის ნახევარკუძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება კატარი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით – საუდის არაბეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ომანი, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით – სპარსეთის და ომანის ყურეები.

ფართობი – 83,6 ათ. კმ2. მოსახლეობა შეადგენს 4,7 მლნ. კაცს (2012). მოსახლეობის 90% არაბია, დანარჩენი – სხვა არაბული სახელმწიფოებიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან.

სახელმწიფო ენა – არაბული.

დედაქალაქი – ქ. აბუ-დაბი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ფედერაციული სახელმწიფოა, შედგება 7 ემირატისაგან (სათავადოსგან): აბუ-დაბი, ანჯმანი, დუბაი, რას-ელჰაიმა, უმ-ელ-კაივანი, ელ-ფუჯაირა და შარჯა.

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა ფედერაციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, სათათბირო ორგანო – ეროვნული საბჭო (პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლება – მინისტრთა საბჭო (მთავრობა).

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1917 წლის 2 დეკემბრიდან. ქვეყანა გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით. ეკონომიკის საფუძველია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება.

ძირითადი საზღვაო პორტებია: ჯაბელ-ალი, ჯანელ-დხანი, ფახლტი, დუბაი, რუვაისი, მინასაკრი.

აქვს 6 საერთაშორისო აეროპორტი, მათგან ძირითადებია: აბუ-დაბი, დუბაი, რასელ-ხაიმა.

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 56 ათ. კაცს (2012). სახმელეთო ჯარები 49 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2,5 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება კონტრაქტით (დაქირავებით).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები