კემულარიას თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Galanthus kemulariae Kuthath. – კემულარიას თეთრყვავილა

ადრე გაზაფხულზე მოყვავილე, ბოლქვოვანი მრავალწლოვანი მცენარეა, ორი ასიმილირებული ფოთლით, მუქი მწვანე, პრიალა, ხაზური ფორმის; ფოთლები განწყობილია კონებად, ჩვეულებრივ ორ ფოთოლს, რომლებიც ცენტრალური ბოლქვიდან ვითარდება, ემატება გვერდითი ბოლქვებიდან წარმოქმნილი ფოთლები; ყვავილი წვრილია, 2 სმ-მდე სიგრძის, სასიამოვნო სურნელის. ყვავილსაფარი 6 ნაკვთიანია, გარეთა ნაკვთები უკუკვერცხისებრია ან მოგრძო უკუკვერცხისებრი, რომლებიც ფუძესთან თანდათანობით ვიწროვდება; შიგნითა ნაკვთები მოგრძო უკუკვერცხისებრია, რომლებიც ფუძესთან შევიწროებული; შიგნითა ნაკვთები მოგრძო უკუკვერცხისებრია, წვერზე ამოკვეთილი ნალისებრი მწვანე ლაქით, ნაყოფი მოგრძო , ხორცოვანი ხსნადი კოლოფია, მრავალრიცხოვანი შავი თესლით. ყვ. III, ნყ. V.

მიეკუთვნება იშვიათ, გადაშენებად მცენარეთა რიცხვს. გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობითა და სამკურნალო თვისებებით; მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.

საქართველოს ფლორის ენდემური სახეობაა. თბილისის მიდამოები მისთვის წარმოადგენს კლასიკურ ადგილს – Locus classicus. მცენარე სადღეისოდ ცნობილია მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური ადგილიდან (საგურამოს ქედი, ზედაზენი). ტყის მეზოფილური სახეობაა, სციოფიტი, იზრდება ზღ.დ. 1200 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთ უმზეო ფერდობებზე. კემულარიას თეთრყვავილა გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი, ვიწრო ლოკალური სახეობაა, ფრიად შეზღუდული არეალით. ლიმიტირების ფაქტორი შეიძლება ვეძებოთ თვით მის ბიოლოგიასა და სუსტ კონკურენტუნარიანობაში; დგას ანთროპოგენური საშიშროების წინაშე; მისი არეალი მოქცეულია რელიგიური საკულტო ნაგებობების კონცენტრაციის სფეროში (ზუსტად ზედაზნის მონასტრის შესასვლელთან), დამთვალიერებელთა ჭარბი მოძრაობისა და გავლენის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდის მცენარის სრულად განადგურების საშიშროებას.

დაცვის აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია შეტანილ იქნეს საქართველოს „წითელი წიგნის” მეორე გამოცემაში. დაწესდეს მონიტორინგი მის პოპულაციებზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები