კვერცხისებრი ყვითელი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვერცხისებრი ყვითელი

კვერცხისებრი ყვითელი - სინონიმია: (დამ ბერი Dam Aubert). ქლიავის ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. ცნობილია მხოლოდ, რომ კვერცხისებრი ყვითელი კულტურაში იყო შემოტანილი ინგლისში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. ძველი კულტურის გამო კვერცხისებრი ყვითელის ფარგლებში ცნობილია რამოდენიმე ფორმა, როგორც საგვიანო, ადრეულა და სხვა.

საქართველოს რაიონებში ეს ჯიში დიდიხანია რაც შემოტანილია, მაგრამ ფართოდ არ გავრცელდა. გვხვდება ცალკე ხეების სახით ქლიავის ნარგავებში.

ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს: მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, გვიანი ყვავილობა. ნაყოფი იხმარება უმთავრესად საკონსერვო საქმეში, საკომპოტედ და ხილფაფებად. უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაზიანება სიდამპლით (Monilia cinerea Pers), რომელიც ხშირად ტოტებსაც აზიანებს და დიდი მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მომრგვალო ვარჯს; დატოტვა თხელი ახასიათებს. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, სქელი; ფირფიტის ზედაპირი ოდნავ შებუსვილია, ქვედაპირი ძლიერ შებუსვილია. ყვავილობა გვიან.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ნაყოფი ძალიან მსხვილია (5,3X4,1 სმ.), ერთ ნაყოფის საშუალო წონა 54 გრამს უდრის. ფორმა ნაყოფისა კვერცხისებრია.

ნაყოფის კანი ყვითელია, მრგვალი კანქვეშა მსხვილი თეთრი წერტილებით. ნაყოფის ხორცი ღია ყვითელი ფერისაა თეთრი ძარღვებით, ნაზი, წვნიანი, კარგად გამოხატული მჟავეობით. კურკა ნახევრად ან მთლიანად თავისუფალია.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები