კვლიავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვლიავი

კვლიავი

ოჯახი – Umbelliffere – ქოლგოსანთა
გვარი - Carum L. – კვლიავი
სახეობა - C. carvi L – კვლიავი

კვლიავი ბალახოვანი მცენარეა, შეიძლება იყოს ორწლიანი ან მრავალწლიანი, ხორცოვანი მთავარი ფესვითა და სწორმდგომი ღეროებით. 25-70 სმ სიმაღლის. ინვითარებს ფოთლების როზეტს, რომლებიც მომრგვალოა. შუა ფოთლები ხაზურა, წამახვილებული, ქოლგებში 8-16 შიშველი სხივია არათანაბარი სიგრძის. ყვავილები წვრილია, ჯამი თითქმის შეუმჩნეველია, გვირგვინი თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფები მომრგეალო, ყავისფერი, 3-7 მმ სიგრძის. ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ევროპული ნაწილის ტყიან და ტყესტეპიან რაიონებში, ციმბირში, კავკასიაში, ყირიმში, ყაზახეთსა და შუა აზიაში. ნაყოფებში გამომუშავდება 3-6% ეთერზეთები, ცხიმები - 14-22%, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები - კვერცეტინი და კემპფეროლი. თესლი, კვლიავის წყალი და ზეთი გამოიყენება ატონიისა და ნაწლავების დაავადების დროს, მეტეორიზმისა და სეკრეტორული ფუნქციების მოშლისას. ნაყოფები ასევე გამოიყენება კვებისა და პურის მრეწველობაში, ხმარობენ პარფიუმერიაშიც.

წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები