კიკნაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ კიკნაძე

კიკნაძე ზურაბ – (1933), მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი, მთრგმნელი. დაიბადა თბილისში. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თსუ-ში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით. 1960 წლიდან და 1977 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. 1977 წლიდან არის თსუ-ს ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე. ზურაბ კიკნაძემ პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით) 1963 წელს გამოაქვეყნა; 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“. ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.




წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები