კილეშ გონწყუმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კილეშ გონწყუმა (მეგრ.) – „მკლავის გახსნა“ – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მეგრული წეს-ჩვეულება – სამგლოვიარო მარხვის მოხსნის რიტუალი. იმართებოდა დასაფლავებიდან მესამე დღეს; დაკლავდნენ გოჭსა და ქათმებს, სხვა მონაცემით, ხბოს ან ცხვარს, გაამზადებდნენ სახსნილო სუფრას, მოიწვევდნენ ნათესავებსა და მეზობლებს, რომლებიც ჭირისუფალს ხორცზე კბილს მაინც დაადგმევინებდნენ. ამ დღიდან ხორცის ჭამა ყველა მომარხულეს შეეძლო. გარდა ამისა, „მკლავის გახსნის” დღიდან ჭირისპატრონს სამგლოვიარო პოზაში, ანუ გულხელდაკრეფილი (ხეჭკურე) ყოფნა ეკრძალებოდა (როგორც ჩანს, ამას უკავშირდება აღნიშნული წესის სახელწოდება, თუმცა არის მისი სხვაგვარი ახსნის ცდაც). თუ „მკლავის გახსნის” რიტუალი მარხვაში სრულდებოდა, სუფრაზე თევზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მართალია, ჭირისუფლის (მშობლებისა, და-ძმებისა და შვილების) ხორცის ჭამაზე დაყოლიება ძალზე რთული იყო (ხშირ შემთხვევაში, ისინი, ღრმა მწუხარების გამოსახატავად, ხორცს მთელი წლის მანძილზე არ გაეკარებოდნენ), მაგრამ წესი აუცილებლად უნდა შესრულებულიყო.


ლიტერატურა

  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997, გვ., 154-155;
  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. №7, გვ. 11-12 (ხელნაწერი ინახება ავტორთან);
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 287;
  • გ. გოცირიძე. კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. თბ., 2007, გვ. 335-336.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები