კირკე (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირკე

კირკე - Kirke. ქლიავის ჯიში კირკე წარმოშობილია ინგლისში და ატარებს სანერგის პატრონის გვარს, რომელმაც გაავრცელა ეს ჯიში. საქართველოს პირობებში იგი გვხვდება ხშირად ქლიავის სხვა ჯიშებს შორის, თითო–ოროლად დარგული. მოსავლიანობა უხვი ახასიათებს, კარგად ეგუება სხვადასხვა პირობას.

ხე

ხე ხასიათდება საშუალო ზრდით, მაღალი შენების გადაშლილი ვარჯით. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, სქელი, მუქი მწვანე ფერის. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ჯიში თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებლად ცნობილია მწვანე რენკლოდი და ეკატერინე.

ნაყოფი

ნაყოფი მსხვილია (4,4X4,0 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 47 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა მომრგვალოა. ნაყოფის კანი სქელია, მუქი ლურჯი, მოწითალო ელფერით. გარედან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი ღია მწვანე ფერისაა, მკვრივი, ტკბილი, წვნიანი. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ რიცხვებში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები