კლირინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლირინგი − (ინგლ. clearing უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა < clear ვალის გადახდა), მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისთვის. ხორციელდება ბანკების ან სპეციალური საანგარიშო პალატების მეშვეობით. საბანკო კლირინგი დიდად უწყობს ხელს საჩეკო ბრუნვის ზრდას. სავალუტო კლირინგი ხორციელდება სახელმწიფოებს შორის საკლირინგო შეთანხმების ფორმით და ითვალისწინებს ურთიერთდავალიანების დაფარვას.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები