კონსოლი (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსოლი შენობის ფასადზე, ინდიანაპოლისი, ინდიანას შტატი, აშშ

კონსოლი (მბჯენი, კრონშტეინი) −(ფრან. console < sole < ლათ. solea ლანჩა ფეხსაცმლის) –

  1. არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტი, რომელიც გამოშვერილია კედლიდან და ასრულებს აივნის, პორტალის, კარნიზის, ქანდაკების საყრდენის ფუნქციას.
  2. შენობის გარე მზიდ კედელს გადაცილებული ნაშვერის დამჭერი კონსტრუქციული ელემენტი. კონსოლის გაანგარიშება წარმოებს მისი გამოშვერილი ნაწილის წონასწორობის პირობების გათვალისწინებით. კონსოლი ხშირად გამოიყენება შენობის ფასადზე მოსაპირკეთებელი ფილების დასამაგრებლად (მაგ., ვენტილირებადი ფასადი), ქვის წყობაში, ბურულის ფურცლების, სატელევიზიო ანტენებისა და თეფშების დასამონტაჟებლად, ტროლეიბუსის სადენებისა და მეტროს კაბელების დასაფიქსირებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები