კონფლიქტის თავიდან აცილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონფლიქტის თავიდან აცილება - კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლო მიზეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. იგი გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და სხვა ღონისძიებების გატარებას კონფლიქტის განვითარების სხვადასხვა ფაზაში. სხვადასხვა მოქმედება, დიპლომატიური ინიციატივიდან, ჯარების პრევენციულ გაშლამდე. მიმართულია უთანხმოების გაღრმავების ან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილებისკენ. ამ მიზნით შეიძლება მოქმედებდნენ ფაქტების დამდგენი, კონსულტაციების, გაფრთხილების, ინსპექტირების და თვალთვალის მისიები.