შეიარაღებული კონფლიქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული კონფლიქტი - სახელმწიფოებს შორის ან სახელმწიფოებში სოციალურ სფეროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების სახეობა, რომლის მიზანია ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნულ-ეთნიკური და სხვა წინააღმდეგობების სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ომთან შედარებით შეიარაღებული კონფლიქტის თავისებურებებს წარმოადგენს:

  • მოწინააღმდეგე მხარეების პოლიტიკური მიზნებისა და ხასიათის შეზღუდულობა;
  • წინა პლანზე არა ძირეული, არამედ უფრო კერძო, სიტუაციური ფაქტორების წამოწევა;
  • სამხედრო ძალის გამოყენების რაოდენობრივი და თვისებრივი შეზღუდვა;
  • დაპირისპირების შედარებით მცირე ტერიტორიული მასშტაბი;
  • დროის მიხედვით ხანმოკლე ან ფეთქებადი ხასიათი;
  • კონფლიქტი, როგორც წესი, გულისხმობს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას;
  • კონფლიქტის პირობებში ომის მდგომარეობისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფა.

შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ომში, ხოლო ეს უკანასკნელი, პირიქით, დეესკალაციის შედეგად ჩაცხრეს კონფლიქტის დონემდე. გარდა ამისა, დიდი სახელმწიფოსათვის შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტი მცირე ტერიტორიის ქვეყანამ, შეიძლება აღიქვას როგორც ომი.

XX საუკუნეში შეიარაღებული კონფლიქტებს დიდი სახელმწიფოები იყენებდნენ გეოპოლიტიკური და სხვა უპირატესობის მოსაპოვებლად, ძალების ლოკალური მოსინჯვისათვის. II მსოფლიო ომის შემდეგ, „ცივი ომის“ ეპოქაში, ბევრი შეიარაღებული კონფლიქტი იქცა ორი დაპირისპირებული ბანაკის ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების თავისებურ პოლიგონად.

XXI საუკუნის დამდეგს შეიარაღებული კონფლიქტების წინასწარ განჭვრეტა კიდევ უფრო მეტად გაძნელდა, ვინაიდან გაქრა დიდი სახელმწიფოების შემაკავებელი ფაქტორების ბალანსი. ახალი ცენტრები აქტიურად იყენებენ ძალას რეგიონებში გავლენის მოსაპოვებლად. გაძლიერდა ექსტრემისტული ძალების ქმედება და ბირთვული შანტაჟის საფრთხე, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტებს თავისი ინტერესებისათვის იყენებდენ. ეს თავისებურებები შეიარაღებული კონფლიქტს ანიჭებს საერთაშორისო მშვიდობისათვის საშიშ ხასიათს და მოითხოვს აქტიურ ქმედებებს მათი პრევენციისა და მოგვარებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები