კოსმოსური სივრცის კონტროლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოსმოსური სივრცის კონტროლი - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება კოსმოსურ სივრცეში არსებულ კოსმოსურ ობიექტებზე, სისტემებზე ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზის მიზნით მათი ამსახველი საჭირო ინფორმაციის (შემადგენლობა, მდებარეობა, მდგომარეობა, დანიშნულება და სხვა) და მთლიანად კოსმოსური ვითარების შესახებ ცნობების დროულად მისაღებად.

კოსმოსური სივრცის კონტროლის ძირითადი ეტაპებია: კოსმოსური ობიექტების აღმოჩენა, ინფორმაციის ანალიზი და გადაცემა დამუშავების ცენტრში, მათი კატალოგიზაცია, ამ ობიექტების თანხლება, ამოცნობა, კოსმოსური ობიექტების ამსახველი საჭირო ინფორმაციის გაცემა.

კოსმოსური სივრცის კონტროლი ხორციელდება ტექნიკური საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ კოსმოსური ობიექტების თვალთვალი. ყველა ერთად ქმნის კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემას, რომელსაც აქვს ინფორმაციის მიღება-დამუშავების ერთიანი ცენტრი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები